თეგი: იარაღის გადაცემა

ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ დაარწმუნა, რომ აშშ-ის მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და, შესაბამისად, ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალი პაკეტის ფარგლებში $700 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნორვეგიამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა

უკრაინული მედიის ცნობით, ნორვეგიის ხელისუფლებამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა.  „ნორვეგია განაგრძობს უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის შეტანას. ნორვეგიის მთავრობა მუდმივად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რათა თავი დაიცვას რუსული შემოჭრისგან", - ამის შესახებ, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტერე 1-ელ ივლისს უკრაინაში იმყოფებოდა და ქვეყნის ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ 10 მილიარდი კრონის მოცულობის დახმარებას გაუწევს.   

ბაიდენი ზელენსკის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სატელეფონო საუბრისას, 10 ოქტომბერს, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმა განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.  ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა, ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის, მათ შორის კიევის ტერიტორიაზე და დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან მიმართებით სამძიმარი გამოთქვა.  პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინას მხარდაჭერას თავდაცვისთვის გასაძლერებლად, მათ შორის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მუდმივად ჩართულია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა რუსეთს დამატებითი სანქციები  და სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობა დაეკისროს. პარალელურად კი უზრუნველყოფილი იყოს უკრაინას უსაფრთხოება და ქვეყანამ ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.   

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს. გარდა ამისა, როგორც მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ემზადება, რომ უკრაინელებს კიდევ ექვსი თვითმავალი საარტილერიო სისტემა „კეისარი“ გადასცეს. კონფლიქტის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 18 ჰაუბიცა „კეისარი“, ასევე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და TRF1 თვითმავალი გადასცა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.